Thursday, November 6, 2008

წარმატებული დებიუტი წარმატებულ ოპერაში

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის 157-ე სეზონმა 4 ნოემბერს ოპერა `დაისს` უმასპინძლა.



`დაისის` სიუჟეტი მარტივი და უპრეტენზიოა. ეს არის სიყვარულისა და ეჭვიანობის ტრაგედია გაშლილი პატრიოტული გრძნობით მოქმედი მასების ფონზე. `დაისის” შექმნის იდეა ზაქარია ფალიაშვილს ცნობილმა ქართველმა დრამატურგმა და მსახიობმა ვალერიან გუნიამ მიაწოდა, რომელმაც შემდეგ შოთა რუსთაველის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას და ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსებით სიუჟეტი და ლიბრეტოც შექმნა. ოპერაზე მუშაობა კომპოზიტორმა 1921 წელს დაიწყო. ოპერის პრემიერა შედგა 1923 წლის 19 დეკემბერს თბილისში. “დაისის” წარმატებულ პრემიერას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ლეგენდარულმა მომღერალმა ვანო სარაჯიშვილმა, რომელიც მალხაზის როლს ასრულებდა(როგორც ცნობილია, სწორედ მალხაზის როლის შესრულების დროს, გარდაიცვალა ვანო სარაჯიშვილი). ზაქარია ფალიაშვილის ოპერამ “დაისმა” პირველივე წარმოდგენიდან დაიმკვიდრა მუდმივი ადგილი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის რეპერტუარში.



4 ნოემბრის წარმოდგენა დებიუტი იყო მარიამ ტურაშვილისა და ვახტან ჯაშიაშვილისთვის. როგორც ტიტოს როლის შემსრულებელი, გამოცდილი მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, ნუგზარ გელაშვილი ამბობს, დებიუტი წარმატებლული დამოდგა: `სხვათაშორის ყველაზე რთული პროფესია არის ჩვენი საქმე, უნდა იყო მომღერალიც და მსახიობიც, მაგრამ დღეს ამათ რომ ყუყურებ, მგონია, რომ პირველად კი არ გამოვიდნენ, გამოცდილი მომღერლები არიან. ვამაყობ, რომ მოვესწარი მესამე თაობას. მიხარია, რომ ამ ახალგაზრდების გვერდით ვარ. თვითონ შემარქვეს ხიმრობით `მოზრდილი ახალგაზრდა~.



დებიუტს წარმატებულად აფასებს დირიჟორი რევაზ ტაკიძეც. ბატონი რევაზი დირიჟორობს როგორც ოპერას, ისე ბალეტს. შეკითხვაზე რით განსხვავდება მისთვის ბალეტის დირიჟორობა ოპერისგან, ხუმრობით გვპასუხობს: `ბალეტს ერთი ძალიან დიდი პლიუსი აქვს, იქ მომღერლები არ არიან, ანუ დირიჟორობ მარტო ოკესტრს, აქ _ მომღერლებს, გუნდს. სპეციფიკა ორივეს თავისებური აქვს. ორივე სასიამოვნოა, როცა ყველაფერი კარგად მიდის.~
დამდგმელი დირიჟორი _ დიდიმ მირცხულავა





დამდგმელი რეჟისორი _ ალექსანდრე წუწუნავა
დამდგმელი მხატვარი _ ივანე ასკურავა
დამდგმელი ქორეოგრაფი _ ილიკო სუხიშვილი


განაახლეს ზურად და ჯემალ ანჯაფარიძეებმა, 1977


მარო _ მარიამ ტურაშვილი


ნანო _ ნატალია ვოლჩენკო


მალხაზი _ დავით სუმბაძე


კიაზო _ ვახტანგ ჯაშიაშვილი


ცანგალა _ ტარიელ ჭიჭინაძე


ტიტო _ ნუგზარ გელაშვილი


დირიჟორი: რევაზ ტაკიძე


ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი: ზაზა აზმაიფარაშვილი

1 comment: